საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავიდა მოულოდნელ ვიზიტად 9 ნოემბერს, რათა უკრაინას რუსეთის უწყვეტი იერიშების ფონზე ევროპის მხარდაჭერა დაუდასტუროს. „უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის ყურადღების ცენტრში“, - დაწერა ბორელმა X-ის პლატფორმაზე. მისი ეს განცხადება გავრცელდა რამდენიმე საათში მას მერე, რაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის არმიამ მორიგი თავდასხმა განახორციელა, ამჯერად საცხოვრებელ სახლზე ოდესაში. ბორელი ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენელია, რომელიც უკრაინას ეწვია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. „გზავნილი ნათელია: ევროპელები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას“, - უთხრა ბორელმა, რომელიც მომავალ თვეში თანამდებობას დატოვებს, თანმხლებ AFP-ის კორესპონდენტს. ასევე ნახეთ ზელენსკი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ პუტინისთვის დათმობა "თვითმკვლელობა" იქნება - მისი გამოსვლა პირდაპირ არ გადაიცა ასევე ნახეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბუდაპეშტში შეხვედრას მართავენ ...