საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ატარებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 59 მუნიციპალიტეტში. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. სამინისტრო რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას ასე ასაბუთებს: „წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება“. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, რეფორმის დასრულების შემდეგ „შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება“. ასევე ნახეთ „საცემი კი არა, მოსაკლავია“ - ღარიბაშვილის ბიძა ბიზნესმენზე, რომელიც ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს ...