პოსტსაარჩევნო გარემოში საქართველოს რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ეწვევიან. ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ეწვევიან შემდეგი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები: გერმანია - მიხაილ როთი ფინეთი - იუკა კოპრა შვედეთი - ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი საფრანგეთი - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი; ლიეტუვა - ჟიგიმანტას პავილიონისი ლატვია - ინარა მურნიეცე ესტონეთი - მარკო მიხელსონი პოლონეთი - კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“. ასევე ნახეთ „იქნებ მთავრობამ მოიხადოს ბოდიში უმცირესობების სტიგმატიზებისთვის?“ - მიხაელ როთი ...