აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა არიზონის შტატში, ისევე როგორც დანარჩენ „მერყევ“ შტატებში. ამრიგად, მან მიიღო საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა - 226. რესპუბლიკური პარტია, დიდი ალბათობით, მოიპოვებს უმრავლესობას აშშ-ს პარლამენტის ორივე პალატაში - სენატში და წარმომადგენელთა პალატაში. სენატში რესპუბლიკელებს ექნებათ 100-დან 53 ან 54 ადგილი. წარმომადგენელთა პალატაში, AP-ის ცნობით, რესპუბლიკელებმა უკვე მოიპოვეს 213 ადგილი, ხოლო დემოკრატებმა - 202. რჩება გამარჯვებულების დადგენა კიდევ 20 ოლქში. უმრავლესობისთვის მისაღწევად საჭიროა 218 მანდატი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელები არ გაიმარჯვებენ, თუმცა თეორიულად ასეთი სცენარი ჯერ კიდევ არსებობს. ტრამპმა უკვე დაასახელა რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მიზანი - მათ შორისაა იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრება, საგადასახადო კანონებში ცვლილებები და კლიმატის დაცვის რეგულაციების შესუსტება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი. ასევე ნახეთ ტრამპის გამარჯვება და საქართველოს ინტერესი ასევე ნახეთ ტრამპი: ახალ ადმინისტრაციაში არ იქნება მაიკ პომპეო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ...