საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროკავშირის სახელმწიფოთა პარლამენტების დეპუტატებთან შეხვედრაზე. თბილისში იმყოფებიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც დღეს, 11 ნოემბერს, დილით შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თხოვნაზე უარის მიზეზი ევროპელ დეპუტატებს წერილობითაც განუმარტა. პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა წერილის ქართული ვარიანტი, რომელშიც უარის მიზეზად დასახელებულია „საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულება”. შალვა პაპუაშვილი წერილში არ ახსენებს არცერთ კონკრეტულ ევროპელ პარლამენტარს, თუმცა ფეისბუკით გავრცელებული წერილისთვის წინ დართულ მოკლე განცხადებაში ახსენებს ლიეტუვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც საქართველოში ჩამოსულ ჯგუფს „მოუყარა თავი”. დელეგაციის შემადგენლობაშია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაელ როთიც, რომელიც პავილიონისის მსგავსად არაერთხელ გაუკრიტიკებიათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ასევე ნახეთ პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს, 11 ნოემბერს, გამოქვეყნებული წერილის თანახმად, „აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს”. პაპუაშვილის შეფასებითვე, „წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ”. პარლამენტის თავმჯდომარის წერილის თანახმად, მსგავსი ქმედებებით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას და დაირღვა გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაც - ჩაურევლობის პრინციპი, „რომლისადმი პატივისცემას, როგორც ჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ”. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამან „ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა”. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, დელეგაციის ზო...