უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დღეს, 11 ნოემბერს, განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში „დაწვეს“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი მი-24. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის 92-ე ესკადრილიის ვერტმფრენი „განადგურებულია“ 9-დან 10 ნოემბრის ღამით, მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომ „კლინ-5-ზე“. დაზვერვის მთავარი სამმართველო არ აკონკრეტებს, რის შედეგად „განადგურდა“ რუსული მოიერიშე ვერტმფრენი და იყო თუ არა ეს მოსკოვის ოლქზე დრონებით 10 ნოემბერს განხორციელებული მასირებული შეტევის ნაწილი. რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 10 ნოემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში „გაანადგურა“ 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე ნახეთ უკრაინის დრონებით პირველად განხორციელდა იერიში დაღესტნის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მიერ დასახელებულ ობიექტზე რაიმე ინციდენტის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს. ...