ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რადიო თავისუფლებამ 8 ნოემბერს ევროპულ საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის გადადებაზე ჰკითხა, კერძოდ, დაინტერესდა, „რა სიგნალს აძლევს ეს საქართველოს მთავრობას?“ „აქ, სულ მცირე, 8 პარლამენტია, და ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც ყველაფერი გამოიხატა, რასაც მიხაელ როთი ამბობდა... მაგრამ საქართველოს მთავრობა გამოცდას ვერ აბარებს და გახსოვდეთ, ეს არის მთავრობათაშორისი კონფერენცია, ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად. ამიტომ, როცა „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ მიიღებს ევროკავშირში შესვლის გარანტიას, უბრალოდ გატყუებენ“, - თქვა მან, უფრო ადრე კი აღნიშნა, რომ საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო „ევროინტეგრაციის ჩემპიონი“, ახლა კი ამის განსახილველად დრო აღარავის რჩება. ასევე ნახეთ ევროპელი პარლამენტარები ივანიშვილის სანქცირებას და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ასევე ნახეთ „ჩვენ შევდივართ კრიზისში“ - ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა три მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. ასევე ნახეთ როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. ასევე ნახეთ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე ...