როგორც ფრანგმა დეპუტატმა თქვა, მისთვის მოულოდნელია, როცა პარლამენტარი უარს ამბობს შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ეთანხმებიან: „ევროპა არაა უბრალოდ თანამეგობრობა. რა თქმა უნდა, ის ოჯახია, მაგრამ ევროკავშირი არის კონფლიქტების მართვა. ევროპაში ჩვენ ვერ ვთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ მაინც ერთად ვმუშაობთ. ჩემთვის, როგორც პარლამენტარისთვის, ძალიან მოულოდნელია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ არ შემხვდება, რადგან არ ვეთანხმები. ჩემთვის ეს დემოკრატიის სრული უარყოფაა. მხოლოდ ერთ ადგილას არ არის კონფლიქტი - სასაფლაოზე, მე კი ეს არ მეჩქარება“, - აღნიშნა მან. ასევე ნახეთ „ჩვენ შევდივართ კრიზისში“ - ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. ასევე ნახეთ როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როცა ევროკავშირში შესვლის გარანტიას გპირდებათ - ჟიგიმანტას პავილიონისი ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული. ასევე ნახეთ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე ...