მსოფლიო განადგურების გზაზეა, განაცხადა ბაბაევმა ბაქოში, კონფერენციის გახსნაზე. კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე თანაგრძნობა და ლოცვა, - თქვა მან. კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია, - COP29 (Conference of the Parties) - 11 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე იმუშავებს. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ასევე ნახეთ პრემიერი კობახიძე ბაქოში დაესწრება COP29-ს, გაეროს კლიმატის კონფერენციას ასევე ნახეთ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ? ...