ევროპელი პარლამენტარები კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა უკვე გადაკეტეს და მართავენ აქციას: "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". "მინდა ვნახო, რა ხდება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გამოხატვა, მოქალაქეობის გამოხატულება. საფრანგეთში მე ყოველთვის ვინტერესდებოდი მანიფესტაციებით - მსურს გავიგო, რას ფიქრობს ხალხი, როდესაც ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. ქუჩაში შენ ვერ მართავ ქვეყანას, მაგრამ შეგიძლია რაღაც გამოხატო იქ, ეს მოქალაქეობის ერთგვარი ხელსაწყოა. რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს არაძალადობრივი, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია", - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციისკენ მიმავალმა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფრედერიკ პეტიმ. три საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპელ პარლამენტარებს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა წერილის ქართული ვარიანტი, რომელშიც უარის მიზეზად დასახელებულია „საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულება”. ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე ნახეთ კალაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა 11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები. „ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, - აღნიშნა მიხაელ როთმა. ასევე ნახეთ როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი ...