აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში წინსვლის იმედით 11 ნოემბერს გაიხსნა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენცია (COP29), თუმცა მალევე შეხვედრის პროგრამამ უთანხმოება გამოიწვია. რამდენიმე მედიასაშუალების თანახმად, წინააღმდეგობა გაჩნდა მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანამ მოისურვა უფრო მნიშვნელოვანი აქცენტი დასმულიყო წიაღისეული საწვავისგან ჩამოშორების პროცესში წინსვლაზე, ხოლო სხვებს - ძირითადად ნავთობისა და გაზის მაწარმოებელ სახელმწიფოებს - უნდოდათ მოლაპარაკება შემოფარგლულიყო შარშანდელ კონფერენციაზე მიღებული შეთანხმებითა და ფინანსური საკითხებით. три ასევე ნახეთ კობახიძე ალიევთან შეხვედრაზე: "გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით" ...