რუსეთში სასამართლო, პრაქტიკულად, მასობრივად ამბობს უარს საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების რეაბილიტაციაზე. 2020 წლიდან სამხედრო საკასაციო სასამართლომ 250-ზე მეტ ადამიანზე დაადგინა, რომ რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ამის შესახებ იტყობინება BBC-ის რუსული სამსახური, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებები შეისწავლა. ეს გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა პროკურატურის მოთხოვნით, რომელმაც სასამართლოს ყველაზე ხშირად მიმართა 2023 წელს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წელს. ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცემის ცნობით, უწყებამ სასამართლოს სთხოვა, 120-ზე მეტ შემთხვევაში დაამტკიცოს უარი რეაბილიტაციაზე ან რეაბილიტაციის გაუქმებაზე, რაც 2020 წლიდან 2024 წლამდე შესწავლილი საქმეების თითქმის ნახევარია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ, ფაქტობრივად, რეპრესიების მსხვერპლთა ხელახალი მსჯავრდადება მიმდინარეობს. მრავალი სახელი და საქმის თითქმის ყველა მასალა ახლა გასაიდუმლოებულია. ასევე ნახეთ გულაგის დღიური - ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები გადასახლებიდან ...