აქცია ორი ოპოზიციური კოალიციის, „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერით, "ცესკო+ცრუსკო", "დამიბრუნე ჩემი ხმა", "გადაგაყოლებთ წერტილებს". три მოგვიანებით, 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, გზად აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ, სადაც პოლიციამ გზა გადაუკეტათ, რის შემდეგაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობისკენ გაემართნენ. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მომდევნო საპროტესტო აქცია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართება. ასევე ნახეთ "გამოძიების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს" - საქართველოს პარტნიორების პირობა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც. ასევე ნახეთ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე ასევე ნახეთ ევროპელი პარლამენტარები ივანიშვილის სანქცირებას და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ ...