ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 12 ნოემბერს დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში თანამდებობებს დაიკავებენ. ტრამპმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანი, ყოფილი სამხედრო პიტ ჰეგსეთი. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მკაცრი და ჭკვიანი ჰეგსეთის ხელმძღვანელობით არმია ისევ დიადი გახდება და ამერიკა უკან არასდროს დაიხევს. ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის დასახელების შემდეგ, პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ „ყველა შოკირებულია“. დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(CIA) დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა. ის 2020-2021 წლებში ეროვნული დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დემოკრატები რეტკლიფს ბრალს სდებდნენ ტრამპის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების მიზნით. რეტკლიფის წარდგენისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო სიმართლისა და პატიოსნებისთვის მებრძოლი. ჰეგსეთის და რეტკლიფის კანდიდატურებს მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს. 12 ნოემბერს დონალდ ტრამპმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს ფლორიდელი კონგრესმენი, არმიის ვეტერანი მაიკ უოლცი. ასევე ნახეთ ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მას უხელმძღვანელებენ ტრამპის აქტიური მხარდამჭერები, კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და კონსერვატორი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში გამოაცხადა, რომ უარს ამბობს ტრამპის სასარგებლოდ. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი გზას გაკვალავს სამთავრობო ბიუროკრატიის ლიკვიდაციის, ზედმეტი რეგულაციების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ. ტრამპის თანახმად, ახალი დეპარტამენტი თეთრ სახლთან ითანამშრომლებს და თავის სამუშაოს დაასრულებს 2026 წლის ივლისამდე. ასევე ნახეთ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მასკის წინასაარჩევნო ლატარია შეიძლება უკანონო იყოს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. დონალდ ტრა...