უკრაინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლისაბონში, ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია WebSummit 2024-ზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულიას გამოსვლის დროს. უკრაინელმა აქტივისტებმა დარბაზში ჩართეს საჰაერო განგაშის სიგნალი და ინგლისურად სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ რუსეთი, შეაჩერეთ ომი, რუსეთი ტერორისტია“. უკრაინელმა აქტივისტმა კრისტინა ჟუკმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ ნავალნაიას გამოსვლა ჩაშალეს და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ ელოდებათ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ასევე ნახეთ რუსეთმა იულია ნავალნაია "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა იულია ნავალნაია 12 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს თავისი ტელეგრამ-არხიდან გამოეხმაურა. ნავალნაიას განცხადებით, ლისაბონის ფორუმზე გამოსვლა ეხებოდა იმას, თუ როგორ ეხმარებიან დასავლეთის ტექნოლოგიური კომპანიები დიქტატორებს, როცა ბრმად მისდევენ მათ მიერ დაწესებულ რეპრესიულ კანონებს. იულია ნავალნაიას განცხადებით, იბრძვის პუტინის რეჟიმის და ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც მისი ქმარი ალექსეი ნავალნი იბრძოდა და ამისთვის ციხეში მოკლეს. ნავალნაია წერს, რომ საერთო მტერი ჰყავთ და უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსეთის ოპოზიციის სახით მტრის ძიება. ლისაბონში კონფერენციას ესწრებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ ვოლკოვი. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო იულია ნავალნაიას გამოსვლა არ ჩაშლილა და მან თავისი სიტყვა ბოლომდე თქვა. ...