დღეს, 13 ნოემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გამოცხადდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს იყო კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში განხორციელებული პირველი კომბინირებული შეტევა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოგერიებული რუსული დრონების და რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია. დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე ნახეთ ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა ...