ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა დაასახელა ქალაქები, სადაც, მისი მოსაზრებით, ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა შეიძლება. „ესენია ე.წ. გაეროს ცენტრები: არის ნაირობი, კენია, არის ასტანა ყაზახეთში. ჩვენთვის მოსახერხებელი იქნებოდა ფორმატი მინსკში, მაგრამ ბელარუსის დედაქალაქი არ არის გაეროს ერთ-ერთ ქალაქი“, - განაცხადა მან. გაეროს განყოფილება ნაირობიში, როგორც გაეროს ოფიციალური შტაბ-ბინა აფრიკაში, 1996 წელს გაიხსნა. ესაა ორგანიზაციის ოთხი ძირითადი განყოფილებიდან ერთ-ერთი, ნიუ-იორკის, ვენისა და ჟენევის განყოფილებებთან ერთად. კოჩიევი ირწმუნება, რომ რუსმა კოლეგებმა უკვე გამართეს კონსულტაცია რამდენიმე დედაქალაქთან და უკვე აქვთ წინადადებები უსაფრთხოების საკითხზე დისკუსიის სავარაუდო ადგილზე. ამასთან, მისი თქმით, საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია კონსენსუსი. „ეს ნიშნავს, რომ ყველა მონაწილემ თანხმობა უნდა განაცხადოს დისკუსიის ადგილის ცვლილებაზე. მაგრამ ჩვენ ამ თემის წამოწევას გავაგრძელებთ“, - დაამატა მან. ასევე ნახეთ ჟენევის დისკუსიის 62-ე რაუნდი დასრულდა - რუსეთი ისევ მოითხოვს მოლაპარაკების ადგილის შეცვლას 2022 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა“ და მიუთითეს მოლაპარაკებების პროცესის „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანაზე. 2023 წელს ბელარუსში „ვიზიტის“ შემდეგ ბჟანიამ თქვა, რომ შეიძლებოდა მინსკი გამხდარიყო „ნეიტრალურ ადგილად უსაფრთხოებაზე დისკუსიებისთვის." ქართულ მხარეს და დისკუსიის საერთაშორისო მონაწილეებს მოსკოვისა და სოხუმის ინიციატივებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 2022 წელს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სერიოზულად ეკიდება თავის, როგორც მასპინძელი სახელმწიფოს, როლს და ცდილობს უზრუნველყოს, რომ ყველა დელეგაციამ შეძლოს ჟენევაში ჩასვლა საუკეთესო პირობებში სამუშაოდ. 2023 წლის მარტში, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავდა მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საჭიროებას. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ისა და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში: ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ...