უკრაინა თითქმის სამი წელია რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრით გამოწვეულ ომშია. წელიწადზე მეტია ისრაელი ღაზის სექტორსა და ლიბანში ომს აწარმოებს აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰამასის და ჰეზბოლას წინააღმდეგ. три ბაიდენის და ტრამპის შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემის ტრადიციული პროცედურის ფარგლებში. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის ინფორმაციით, ორსაათიან შეხვედრაზე განიხილებოდა აშშ-ის შიდა პოლიტიკის და ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-ს უთხრა, რომ ჯო ბაიდენთან ისაუბრა უკრაინაში ომსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე. ტრამპის თანახმად, აინტერესებდა, რას ფიქრობს ბაიდენი ამ საკითხებზე და მან თავისი მოსაზრებები გაუზიარა. არჩეულ პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ? ასევე ნახეთ ტრამპი თავის სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დარგში - მედია მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა მედიას უთხრა, რომ ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ, რადგან მისი შეწყვეტა ევროპაში კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს. თეთრ სახლში ბაიდენის და ტრამპის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სალივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია და ძლიერი, სტაბილური და აგრესორებისა და დიქტატორებისთვის წინააღმდეგობის გამწევი ევროპა ამერიკისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა, რაიმე გეგმა არ წარმოუდგენია. ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა უკრაინისთვის გაწეული მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო. 78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. ასევე ნახეთ ტრამპმა მარკო რუბიო წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ასევე ნახეთ ტრამპმა თავდაცვის მინისტრად Fox News-ის წამყვანი წარადგინა, მასკს ეფექტიანობის მართვა დაავალა ...