უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 59-დან 21 დრონი, რომლებიც უკრაინას დაუშინა რუსეთის არმიამ 14 ნოემბერს დილით. ამ ცნობას ავრცელებს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ფლოტი. ამავე ინფორმაციით, დანარჩენი 38 დრონი დაიკარგა მას მერე, რაც მათი სანავიგაციო სისტემები ჩაახშო უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემამ. დონეცკის ოლქის პროკურატურის თანახმად, სოფელ შევჩენკოში ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი იტყობინება, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 14 ნოემბრის დილით ჩამოაგდო უკრაინის ორი დრონი- ერთი კურსიკის და მეორე ბელგოროდის ოლქში. ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ? ...