"წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, ისინი [ოპოზიცია] მართალია, შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი, აქედან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ ისინი პარლამენტში, თუ არ შემოვლენ, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ - ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს... ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ, არ შემოვლენ, ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე", - აცხადებს კობახიძე. მანდატებზე უარის თქმისა და ცესკოში საარჩევნო სიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს კოალიციაში "ძლიერი საქართველო", "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა" და კოალიციაში "ცვლილებისთვის". კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია - "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" პარლამენტს ლეგიტიმაციას არ შესძენს. ასევე ნახეთ „გახარია საქართველოსთვის“: ნათქვამი გვაქვს, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ ასევე ნახეთ „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკოს სიების გასაუქმებლად მიმართავენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა - ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა - ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა. ასევე ნახეთ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციური ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც. ...