ამასთან, ლიბანური მხარე უარს ამბობს ისრაელის მოთხოვნების შესრულებაზე, რომ მას მომავალში ჰეზბოლას წინააღმდეგ მოქმედების თავისუფლება მიენიჭოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ისრაელი განაგრძობს ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიშს. ისრაელმა ხუთშაბათს საჰაერო დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ამავე დროს ზედიზედ მესამე დღეა, გრძელდება ამ რაიონის უჩვეულოდ ინტენსიური დაბომბვა. ასევე ნახეთ ისრაელი სირიაში სამხედრო ობიექტების დაბომბვას იტყობინება. სირიის თანახმად, დაიღუპა 15 ადამიანი ისრაელი აღკვეთს სირიიდან ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების ნებისმიერ მცდელობას, განაცხადა ხუთშაბათს ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა. „ჩვენ ვავლენთ რაკეტებს და სხვა იარაღს, რომელსაც ჰეზბოლა იყენებს სირიიდან ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ. „ჩვენ არ დავუშვებთ სირიიდან ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდების მცდელობებს. ჩვენ ასევე დავარტყამთ სირიაში გამოვლენილ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება სირიაში ჰეზბოლასთვის იარაღის დასამზადებლად,“ თქვა ჰაგარიმ. ...