სხდომა დღეს, 16:00 საათზეა დანიშნული. საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია თამარ ონიანის, ილონა თოდუასა და ნანა ჭიჭილეიშვილის შემადგენლობით. „ამით საზოგადოებას არ აქვს იმის შესაძლებლობა, ნახოს რა ხდება სხდომათა დარბაზში; კითხვებს პასუხობს თუ არა მხარე; რამდენად სამართლიანია მოსამართლე; როგორ კითხვებს სვამს; მტკიცებულებებს იკვლევს თუ არა. ამ დაკვირვების შესაძლებლობა საზოგადოებას არ ექნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ და დასძინა, რომ საქმეს მაღალი საჯარო ინტერესი აქვს. თბილისის სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს - პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები. ისინი საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ. პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ არცერთი არ დააკმაყოფილა. ასევე ნახეთ თბილისის საქალაქო სასამართლომ საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ძალაში დატოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს. იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“. დამატებით, პარტიები მიუთითებენ, რომ არჩევნებზე იყო სხვა დარღვევებიც: მოსყიდვა, დაშინება, დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლა. ...