სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ეზოში აქციის მონაწილეთა მხოლოდ ნაწილი დგას, დანარჩენები კი კვლავ გარე პერიმეტრზე რჩებიან. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა - საკითხის დღის წესრიგში შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა. გავრცელებული ცნობებით, მომიტინგეები ახლა სესიის გამართვას და საკითხის საბოლოოდ ჩაგდებას და ასევე იმ "დეპუტატების" სიას ითხოვენ, რომლებიც დღევანდელ სესიაზე არ გამოცხადდნენ. три ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - მისი კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. ადგილობრივი მედიის თანახმად, "საპროტესტო აქციაზე ხალხი იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით". ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. три აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად თვლის, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია. ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს. ასევე ნახეთ სოხუმში ვითარება იძაბება - ძალოვნები მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ ასევე ნახეთ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურა არ შედგა ასევე ნახეთ „რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის ...