„ბიბისის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა, „მედიაზონის“ წარმომადგენლებთან და მოხალისეთა გუნდთან ერთად, დაადგინეს სახელები 78 329 რუსი ჯარისკაცისა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ დაიღუპნენ. ბოლო პერიოდის გათვლები აჩვენებს, რომ დადასტურებული სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მთელი ომის განმავლობაში. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის მაჩვენებლები 2023 წლის მაჩვენებლებს ერთ-ნახევარჯერ აღემატება, ხოლო 2022 წლის მონაცემებს - ორჯერ. ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას სექტემბერში მკვლევარმა ჟურნალისტებმა ყოველდღიურად საშუალოდ 140 რუსი სამხედროს დაღუპვა დაადასტურეს. ოქტომბერში ეს რიცხვი დღეში 152-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის რაოდენობით ყველაზე მეტი, 23% ანუ 16 511, მოხალისეა. 2024 წელს დაღუპულთა საშუალო ასაკი 38 წელია. დაღუპულ ჯარისკაცთა, სულ მცირე, 56% არიან ადამიანები, რომლებიც ომის დაწყების დროს არ იყვნენ დაკავშირებულნი რუსულ არმიასთან. როგორც BBC წერს, რუსეთის სამხედროთა შორის დანაკარგების ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს დონეცკის რეგიონში რუსული არმიის აქტიურ შეტევებთან, ასევე მიმდინარე ბრძოლებთან კურსკის რეგიონში, სადაც რუსეთის არმია აგვისტოდან ცდილობს უკრაინის სამხედროების მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას. ასევე ნახეთ რუსეთი კურსკზე მასშტაბურ კონტრშეტევას ამზადებს 2024 წლის 6 აგვისტოს, უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი. მომდევნო კვირების განმავლობაში, უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და დაიკავა ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ამ ყველაზე მასშტაბური ოკუპაციის პროცესში, კიევი აცხადებს, რომ მის მიზნებს შორისაა, უკან დაახევინოს რუსეთის არტილერიას, მოშალოს მომარაგების ხაზები და აიძულოს რუსეთი, ძალები მოხსნას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც მოსკოვი უკანასკნელ თვეებში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა. "ტელეგრაფის" ცნობით, რუსეთმა უკვე დააბრუნა უკრაინელი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი. ასევე ნახეთ „შემდეგ ჯერზე საცვლები ჩამოიფხატეთო, მოსთხოვენ და გააკეთებენ“ - რატომ დაამზადეს რუსმა მასწავლებლებმა ფოლგის ქუდები ასევე ნახეთ რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება? ...