G7-ის ქვეყნების მიერ უკრაინაში ომის მე-1000-ე დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში რუსეთი მოხსენიებულია როგორც "ერთადერთი დაბრკოლება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის" - დიდი შვიდეულის ქვეყნები პირობას დებენ, რომ მოსკოვი გამკაცრებულ სანქციებს მიიღებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ G7 კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ზომების გამოყენების მიმართ და განცხადებაშიც უკრაინასთან ერთობას უსვამს ხაზს. წლის დასაწყისში „შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მისცემენ, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უცხოეთში რუსული აქტივების შემოსავლით. 2022 წელს „დიდმა შვიდეულმა“ დააწესა მაქსიმალური ფასის ლიმიტი რუსული ტანკერის ნავთობზე, თუმც კი, დამოუკიდებელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთი ახერხებს ლიმიტის გვერდის ავლით მოქმედებას. G7-ში შედიან იტალია, აშშ, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. 2014 წლამდე ამ ჯგუფში, რომელსაც მაშინ ერქვა G8, რუსეთიც შედიოდა, რომელიც იყო ყირიმის ანექსიის შემდეგ ჯგუფიდან გარიცხეს. ასევე ნახეთ G7-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ უკრაინის "შეუქცევად სვლას" ნატოსკენ ასევე ნახეთ სამიტის წინ, "დიდი შვიდეული" (G7) შეთანხმდა, უკრაინისთვის სესხი დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას ...