მან კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც, მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან რუსული კანონმდებლობის მიღების მცდელობებს“. ასევე ნახეთ იქაც რუსული კანონის გატარების მცდელობაა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა - პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაზე „მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით. რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს. განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“, - ამბობს ადგურ არძინბა და დასძენს, რომ აფხაზეთის ხალხი ერთიანია უმთავრესში, მათი კონსტიტუციის ძირითად დებულებებში, რომლის მიხედვითაც „აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით“: три „ასე რომ, გაურკვეველია, ვის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე“, - აცხადებს არძინბა. მან ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური ოპოზიციის ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ასევე ნახეთ ასლან ბჟანია: "გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა, მაგრამ შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ" "ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს. 15 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოვლენები მოულოდნელად სწრაფად განვითარდა, როცა ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დღის მეორე ნახევარში, ისინი ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. იყო მცირედი დაპირისპირება, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, მაგრამ შემდეგ - ძალოვნებს მათთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. აქცია ე.წ. პარლამენტის შენობასთან, 15 ნოემბერს, დილიდან იმართებოდა - როცა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. ასევე ნახეთ რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში ...