შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელზე თავდასხმაში სავარაუდო დამნაშავეებს ეძებს. დაჭრილი შაკო ფერაძე წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. გავრცელებული ცნობებით, მას ვეძისში, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რომლებიც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას. ...