თბილისში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა. მსხვერპლი არ არის, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, გაზის ბალონი აფეთქდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებას ძლიერი ხმა ჰქონდა. ვითარება აფეთქებული ავტოფარეხის მიმდებარედ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქების შედეგად ეზოში გაჩერებული ავტომანქანები დაზიანდა და ავტოფარეხის წინ მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები ჩაიმსხვრა. შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე საგამოძიებო სამსახური მუშაობს. ...