три ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ასევე ნახეთ საია სასამართლოსგან არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი: „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი; „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”. ასევე ნახეთ მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდება 100 მილიონ ევროზე მეტი - ბორელი საქართველოს დახმარებაზე ...