„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, პროტესტი ამ ადგილზე 19 ნოემბრის 20:00 საათამდე გაგრძელდება. როგორ განვითარდება მოვლენები გზის გადაკეტვიდან 48 საათის შემდეგ, ამას აქციის მონაწილეებს მოგვიანებით გააცნობენ. ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში აქციის მონაწილეებისთვის ამზადებენ ცხელ სასმელს, სთავაზობენ საჭმელს, ანთებენ ცეცხლს. ჭავჭავაძის გამზირი 17 ნოემბერს გადაიკეტა. მოქალაქეთა მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციისკენ მიემართებოდა, „კოალიცია ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეჩერდა, გაშალეს კარვები და დაიწყო სიტყვით გამოსვლები. პირველადი გეგმით, პროტესტი 24 საათი უნდა გაგრძელებულიყო. გზის გადაკეტვის გამო შეიცვალა ვაკეში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ასევე ნახეთ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი: „კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი; „ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”. ასევე ნახეთ მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდება 100 მილიონ ევროზე მეტი - ბორელი საქართველოს დახმარებაზე ასევე ნახეთ საკონსტიტუციო ბერკეტი? პრეზიდენტის სარჩელმა შესაძლოა შეაფერხოს ახალი პარლამენტის მუშაობა - აგიხსნით, როგორ ...