„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 19 ნოემბერს ბრიფინგზე გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას და პოლიციას და შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა „კანონის პროფესიონალურად და მშვიდობიანი ფორმით აღსრულებისთვის“. მისი განცხადებით, დაუშვებელია დედაქალაქის პარალიზება და პოლიციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: „არ შეიძლება რამდენიმე ათეულმა ადამიანმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დედაქალაქის პარალიზება მოახდინოს. ამას, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ვერ დაუშვებს. ერთი ღამის განმავლობაში მათ ეს მოახერხეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს ექსტრემიზმი, რომელიც აგენტურული ოპოზიციის მიერ იყო განხორციელებული, წახალისებულია იმ უცხოელი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში წინა დღეების განმავლობაში, წააქეზეს აგენტურა, აქ მაიდნისკენ მოუწოდეს მათ და თავად მშვიდად დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 11 ნოემბერს თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. ევროპელ პარლამენტარებს „ქართული ოცნების“ ლიდერები არ შეხვდნენ. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა წერილის ქართული ვარიანტი, რომელშიც შეხვედრაზე უარის მიზეზად დასახელებულია „საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულება”. ასევე ნახეთ ევროპელი დეპუტატები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის 18 ნოემბრის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. მანამდე კი, პრეზიდენტი საუბრობს 26 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე, არსებული პოლიტიკური მოცემულობის დაბრუნების აუცილებლობაზე - სალომე ზურაბიშვილის იდეა გულისხმობს ქვეყნის მართვის გაგრძელებას არსებული პარლამენტით, მთავრობითა და პრეზიდენტით. სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე ნახეთ პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს „გუშინ საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის აბსურდული განცხადებები, რომლებსაც ვერც თავი გაუგო ვინმემ და ვერც ბოლო. სალომე ზურ...