ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დროს ხშირად სტუმრობს ფრონტის ხაზზე განთავსებულ უკრაინულ ნაწილებს. კერძოდ, მან არაერთხელ მოინახულა ხარკოვი და ხარკოვის რეგიონი, ხერსონი და ასევე იმყოფებოდა ბახმუტსა და ავდეევკაში, რომლებიც შემდგომში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. პოკროვსკი მდებარეობს დონეცკის რეგიონის დასავლეთით. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ამავე დროს, რუსეთის არმია მიიწევს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისკენ. ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ასევე ნახეთ რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე პოკროვსკის აღების შემთხვევაში, უკრაინელებს ქალაქ ჩასივ-იარისკენ მოუწევთ დახევა, ფრონტის ხაზი კი მეტად მიუახლოვდება კრამატორსკს. თუ ასე მოხდა, დონეცკის რეგიონი თითქმის მთლიანად აღმოჩნდება რუსეთის ხელში. ოქტომბრის ბოლოს პოკროვსკის ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები უკვე 6,7 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდნენ პოკროვსკის ერთ-ერთი გარეუბანს. ხოლო ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი განადგურდა. კუპიანსკში რუსეთის არმიის მოწინავე რაზმები უკვე შეეცადნენ პოზიციების დაკავებას ქალაქის მარცხენა ნაწილის განაპირას. ასევე ნახეთ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა ასევე ნახეთ 1000 დღე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან ...