ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ. ოპოზიციის ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებს დღეს, 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 8 საათისთვის გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ: „რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით". ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე „შინაარსსაა მოკლებული" და არაფერს შეცვლის. ამიტომ, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა, სავარაუდოდ, ხვალისთვის. три საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, 19 ნოემბერს, საღამოს დაბრუნდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც საპოლიციო ძალებმა დილის 7 საათისთვის იძულებით გადაიყვანეს მელიქიშვილის გამზირზე. 19 ნოემბერს დილით, პოლიციამ დაშალა უნივერსიტეტის მახლობლად 17 ნოემბრიდან გაშლილი კარვები და აქციის მონაწილეთა მიერ გადაკეტილი გზა გახსნა. დღეს, 20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის პოლიციამ უნივერსიტეტთან დაბრუნებული აქციის მონაწილეები ისევ იძულებით გადაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე. три 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. დააკავეს აქციის 16 მონაწილე. მათ ბრალად ედებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. დაკავებულთა დიდი ნაწილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ასევე ნახეთ „ურტყამდნენ განზრახ, დამიზნებით“ - 19 ნოემბერი და ძალოვნების ძალადობის პრაქტიკა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა. ამ შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი აქვს, ხოლო ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას - ჯამში 61 მანდატი: „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი; „ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ასევე ნახეთ პრეზიდე...