„საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას. ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის“, - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. три ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები (სტუდენტები) აპროტესტებენ ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით რჩება ხელისუფლებაში. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ...