„გმადლობთ თქვენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ ექნება მშვიდობიანი და აყვავებული მომავალი ორივე ერს“, - წერს ზელენსკი ზურაბიშვილის ტვიტზე, სოციალურ ქსელ X-ში. გუშინ, 19 ნოემბერს, 1000 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. „თქვენი ვაჟკაცობა იცავს არა მხოლოდ თქვენს დამოუკიდებლობას, არამედ ევროპის საერთო ღირებულებებს რუსული აგრესიისგან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. три ...