ბაია კვიციანი აღარ არის „ქართული ოცნების“ 170-კაციან საპარლამენტო სიაში, თუმცა ამ სიაში მოხვდა მისი დის ქმარი, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი. ასევე ნახეთ ერთი მილიარდერი, 16 მილიონერი - ვინ ხდება დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიიდან? პრემიერის ბრძანებითვე, მინისტრ ალექსანდრე წულაძის მოადგილეები გახდნენ ასევე ანა მღებრიშვილი და გიორგი მოდებაძე. ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრად 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“, - თქვა წარდგენის დროს მინისტრმა. მისი წინამორბედი განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი იყო. მან თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა. ...