საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. რადიო თავისუფლებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ძალადობის შემთხვევებზე „იმედის“, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიმართეს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, - აცხადებენ უწყებაში. გუშინ, 19 ნოემბერს, ხუთმა ონლაინმედიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჟურნალისტებზე ძალადობაა დაგმობილი. ამ განცხადებაში ლაპარაკია „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, OC Media-ს ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეზე, „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტ გივი ავალიანსა და „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე. „მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას“, - წერია On.ge-ის, „პუბლიკის“, „ტაბულის“, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ერთობლივ განცხადებაში. три 19 იანვარს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს16 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე. три ...