რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. საჰაერო განგაში 21 ნოემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ მიგ-31კ და ტუ-95 ტიპის თვითმფრინავები. საჰაერო ძალების ცნობითვე, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათისთვის. დილის 9 საათის მონაცემებით, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგსა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია. განახლება: 09:30 საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია. ასევე ნახეთ უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის ასევე ნახეთ რუსეთმა პირველად იგრძნო ATACMS-ის ძალა. კრემლი პასუხს ამზადებს? ...