კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ რუსეთმა აშშ-ს წინასწარ აცნობა უკრაინის წინააღმდეგ ახალი რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენების შესახებ. 21 ნოემბერს, გვიან ღამით, პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ „გაფრთხილება“ რაკეტის გაშვებამდე 30 წუთით ადრე „ავტომატურ რეჟიმში გაიგზავნა“ ბირთვული საფრთხის შემცირების ეროვნული ცენტრის ხაზით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და მუდმივი კავშირი აქვს აშშ-ის ანალოგიურ სისტემასთან. დაახლოებით ერთი საათით ადრე, პესკოვმა ამავე სააგენტოს განუცხადა, რომ რუსეთს წინასწარი შეტყობინება არ გაუგზავნია აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, რადგან საშუალო მანძილზე მოქმედების რაკეტების შემთხვევაში მსგავსი ვალდებულება არ აქვს. პუტინის პრესმდივნის პირველი განცხადების შემდეგ, სააგენტო Reuters-მა ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა „ორეშნიკის“ გაშვების შესახებ შეერთებულ შტატებს აცნობა ბირთვული საფრთხის შემცირების არხით. ასევე ნახეთ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უახლესი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს 21 ნოემბერს, რუსეთის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით, ATACMS და Storm Shadow შეუტია რუსეთის სამხედრო ობიექტებს ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თუმცა საჰაერო თავდაცვამ ეს შეტევები მოიგერია. პუტინის თქმით, ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების პასუხად, 21 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში (დნეპრი) საშუალო მანძილზე მოქმედების უახლესი ბალისტიკური რაკეტით, „ორეშნიკით“ დაარტყეს რაკეტების და სხვა იარაღის მწარმოებელ უმსხვილეს ქარხანას. პუტინის მტკიცებით, არ არსებობს საშუალება, რომელიც „ორეშნიკს“ წინააღმდეგობას გაუწევს. სატელევიზიო მიმართვისას პუტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს იარაღი გამოიყენოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავიანთი იარაღის რუსული ობიექტების წინააღმდეგ გამოყენების ნებართვას იძლევიან. ასევე ნახეთ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ომის გაფართოების მცდელობად შეაფასა რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენება რუსეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინმა აღიარა ამ წლის განმავლობაში ესკალაციისა და ომის გაფართოებისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი. პირველ ასეთ ნაბიჯად ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის არმიის, სულ მცირე, 11 ათასი ჯარისკაცის ჩართვა. ზელენსკის შეფასებით, პუტინის ქმედებებზე მსოფლიოს ძლიერი რეაქცია ჯერჯერობით არ ჩანს. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორე...