19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის დადგენილება მას გამომძიებელმა 22 ნოემბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. პროკურატურის თანახმად, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალის წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატებიც, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მათე დევიძის ოჯახს არ სურს ჟურნალისტებთან ურთიერთობა.три 21 ნოემბერს, საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე გაიმართა მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია "თავისუფლება მათეს". три თბილისის საქალაქო სასამართლო მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა. 19 ნოემბერს, დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ...